2026 წლის
18 ნოემბერს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო
- საბიუჯეტო და სოციალურ - ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები და
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის 2026 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ.
კომიტეტის
წევრებმა მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაცია დღის
წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი
კვარტალური ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა შესრულდა 132,7%-ით — გეგმით განსაზღვრული 31
902,5 ათასი ლარის ნაცვლად შემოვიდა 42 347,5 ათასი ლარი.
ამავე პერიოდში
სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საერთო შემოსულობების პარამეტრმა შეადგინა 8 121,1 ათასი
ლარი, მათ შორის საკუთარი შემოსავლების სახით მობილიზებულ იქნა 783,7 ათასი ლარი, რაც
საერთო შემოსულობების 9,6%-ს შეადგენს. ცალკეული სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საკუთარი შემოსავლების
ოდენობა წინა, 2025 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამ მხრივ აღსანიშნავია:
სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის
ბაღი“ — 51,0%; ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის
სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ — 50,6% და სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის
სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ — 21,1%. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის სტრუქტურაში შემავალ 4 ფუნქციონირებად ა(ა)იპ-სა და სსიპ-ს საკუთარი შემოსავლების
მობილიზება არ უფიქსირდება. ვახტანგ ყოლბაიამ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის
დასკვნა პრაქტიკულად ემთხვევა კომიტეტის მიერ მიღებულ დასკვნას.
საკითხის
განხილვისას აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ზურაბ ჯგუბურიამ, თემურ მჟავიამ, რუდიკ
ცატავამ და ეთერ ასტემიროვამ. აღინიშნა, რომ 9 თვის შედეგები მნიშვნელოვანი დოკუმენტია
და მისი განხილვა განსაზღვრავს 2027 წლის ბიუჯეტის ფორმირების პარამეტრებს.
მსჯელობებისა
და განხილვების შემდეგ სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის 2026 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ ანგარიშის
თაობაზე ინფორმაცია ცნობად იქნეს მიღებული და რეკომენდაცია გაეწიოს უმაღლესი საბჭოს
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.