უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომებზე სოციალურ-ეკონომიურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

4 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

შესაბამისი მოხსენებით წარსდგა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, რომელმაც სოციალურ-ეკონომიურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, კომიტეტის მისიასა და ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 36 კანონპროექტი და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები; ჩაატარა 23 სხდომა და 30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა; შეიმუშავა 42 დასკვნა; განიხილა 80-ზე მეტი წერილობითი და ზეპირი განცხადება; განახორციელა 4 სამსახურეობრივი მივლინება.

თავისი აზრი გამოთქვეს და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს უმაღლესი საბჭოს წევრებმა: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

მაღალი შეფასება მისცა კომიტეტისა და უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

























































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions