სოციალურ - ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის სხდომა ჩატარდა

მ/წ 16 თებერვალს შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის სხდომა.

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა. კომიტეტის წევრებმა განიხილეს “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი. განხილვების შედეგად პროექტი მოწონებულ იქნა და გაეწია რეკომენდაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

კომიტეტის სხდომაზე აგრეთვე განხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემის წარმატებული მუშაკების ქალბატონების თ.გაგილაძის, თ.ზუხბაიას, დ.დგებუაძის, ნ.მორგოშიას და რ.ლაცუზბაიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დასაჯილდოების საკითხი. დამსახურების გათვალისწინებით კომიტეტის წევრებმა დასაჯილდოებლად წარსადგენ კანდიდატებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions