აფხაზები დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებენ

აფხაზეთში ივლისის თვეში დანიშნული ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შემოდგომისთვის - ნოემბრამდე გადატანას ითხოვდა აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის, მოსკოვში მოწამლული ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ზაფხულში უნდა გაიმართოს.




ამის გამო გუშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ სოხუმში, ე. წ. პარლამენტის შენობასთან დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა, დღეს კი მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მალე საპროტესტო მოძრაობა მთელ აფხაზეთს მოედება.  სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას თქმით, ბლოკირებულია ბზიფისა და ტამიშის ე.წ.  გამშვები პუნქტები გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში, რომლებიც ამჟამად გახსნილია.


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის თანახმად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ და ვერცხლისწყლით მოწამვლა დაუდგინდა. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობს. ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვენ და სამკურნალოდ  გერმანიაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან მიტინგებზე ხმამაღლა ადანაშაულებენ დე-ფაქტო ხელისუფლებას და მათ „მფარველებს“ მეზობელი ქვეყიდან.

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბა, ოკუპირებულ ტერიტორაზე შექმნილ ვითარებას და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ხაჯიმბამ ოპოზიცია, რომელიც ამ აქციების ორგანიზატორია, დესტრუქციულ ქმედებებში და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. ხაჯიმბას თქმით, ოპოზიცია მათი ლიდერის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის იყენებს.

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions