ვიზიტი ბელარუსში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მურმან კვარაცხელია 6 მაისიდან 11 მაისამდე ქ. გროდნოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ვიტოლდ პესტისის მიწვევით იმყოფებოდა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოში.

 

ბატონ მურმან კვარაცხელიას მასპინძლობა გაუწია გროდნოს მხარეში ქართული დიასპორის თავკაცმა ელგუჯა მანიამ.

პირველ დღეს, 6 მაისს, შედგა შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საქართველოს საელჩოში, საქართველოს ელჩთან ბელარუსის რესპუბლიკაში ბატონ ვალერი კვარაცხელიასთან.

საუბარი ძირითადად საქართველო-ბელორუსის ურთიერთობებს შეეხებოდა.  შეხვედრამ გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

ასევე იყო შეხვედრები ქ. მინსკისა და გროდნოს მხარეში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძირითადად აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან. ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ბელორუსში და ელოდებიან იმ ნანატრ დღეს, როდესაც დაბრუნდებიან მშობლიურ აფხაზეთში.

მეტად საინტერესოდ ჩაიარა ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავმა მთელ ბელორუსში. მურმან კვარაცხელიამ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, მის თავკაცთან ელგუჯა მანიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გროდნოს მხარის, ქ. ვოლკოვეცკის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში. ზეიმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მურმან კვარაცხელიამ, რომელმაც მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, სადაც იბრძოდნენ მისი მამა - სარდიონ კვარაცხელია და დედის ძმა მიხეილ მანია. ზეიმის მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს მთელი ქართველი ხალხისა და დიასპორის წარმომადგენლების მიმართ.

მურმან კვარაცხელიასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩასვლა და ზეიმში მონაწილეობა არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. ქალაქ ვოლკოვეცკში (სადაც ცხოვრობს 80 ათასზე მეტი კაცი) მდებარეობს პირველი მსოფლიო ომის მთავარი ბრძოლის გმირის, გენერალ პეტრე ბაგრატიონის სახლ-მუზეუმი. 1812 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს ჯართან შეტაკებების დროს ამ სახლში იყო ომის ერთ-ერთი ძირითადი სამხედრო შტაბი ქართველი გენერალის მეთაურობით.

ზეიმის დამთავრების შემდეგ ქართული დიასპორის წარმომადგენელები გაემართნენ გენერალ პეტრე ბაგრატიონის სახლ-მუზეუმში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლობი. დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი, სადაც მურმან კვარაცხელიამ მუზეუმს გადასცა ქალაქ თბილისში აღმართული დიდი მხედართმთავრის პეტრე ბაგრატიონის მონუმენტის ფოტო-რეპროდუქცია წარწერით. მუზეუმში ამავე დროს დამსწრე საზოგადოებასაც მიმართა სიტყვით მურმან კვარაცხელიამ და მადლობა გადაუხადა ქალაქის ხელმძღვანელობასა და მუზეუმის თანამშრომლებს იმ დიდი ღვაწლისათვის, რასაც ისინი აკეთებენ გენერალ პეტრე ბაგრატიონის სახელის უკვდავსაყოფად.

მუზეუმში გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.

მურმან კვარაცხელიამ ქართული დიასპორის წარმოამდგენელებთან ერთად მოინახულა ქ. ვოლკოვეცკის რაიონში მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს, ქალაქის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპული 36 წლის გვარდიის პოლკოვნიკისა და დივიზიის მეთაურის, ქობულეთელი გერასიმე წიტაიშვილის მემორიალი, სადაც ღონისძიებას ესრებოდნენ გმირის ახლობლებიც და ნათესავებიც.

უკვე 10 მაისს ქალაქ გროდნოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ვიტოლდ პესტისთან და რექტორატისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მოხდა საჩუქრების ურთიერთგაცვლა და გაიმართა გულთბილი საუბარი რექტორსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მურმან კვარაცხელიას შორის. საუბარი შეეხო ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმზე ხელმოწერას, რაზეც წინასწარი მოლაპრაკებების შედეგად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ თანხმობა და სურვილი გამოთქვა.

ამის შემდეგ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რექტორატის წევრებისა და ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენელების თანდასწრებით შედგა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი. 

შეხვედრა გაგრძელდა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მურმან კვარაცხელიამ რექტორატის წარმომადგენლებისა და აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ასპირანტების თანდასწრებით წაიკითხა საჯარო ლექცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ. ლექციის შემდეგ ლექტორებისა და სტუდენტების მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას გაეცა პასუხი.

უნივერსიტეტთან შეხვედრის ფარგლებში საგარეო ურთიერთობების სამსახურმა მოაწყო შეხვედრები უნივერსიტეტს დაქვემდებარებულ თანამედროვე დონის კვლევითი ლაბორატორიის წარმომადგენლებთან.

საინტერესო იყო უნივერსიტეტის საჩვენებელი მეურნეობის დათვალიერებაც, რომლის პრაქტიკული გამოცდილებაც მეტად საინტერესო იქნებოდა საქართველოსთვის.

საქმიანი ვიზიტი დასრულდა 11 მაისს.













































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions