3 ოქტომბერს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიმდინარე სესიაზე განიხილეს საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ.
სესიის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.
სესიამ მხარი დაუჭირა და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.