ჯემალ გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

 

ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

ამასთან, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ცალმხრივად ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.







Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions