აფხაზურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია


2019 წლის 28 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ თამაზ გვანცელაძის ავტორობით გამოცემული ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაცია. ლექსიკონებში შესული ძირითადი ლექსიკა საკმარისია ორივე ენაზე თავისუფალი კომუნიკაციისათვის და შეიცავს 4 500-მდე სიტყვას. წიგნი გამოადგებათ სტუდენტებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

აღნიშნული ნაშრომი მიეძღვნა დიდი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას 145-ე წლისთავის იუბილეს.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აფხაზური ენის, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო ენის დაცვისა და ამ მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაში აფხაზეთიდან დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions