შეხვედრები ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ტერიტორიაზე განსახლებულ თანამემამულეებთან


მიმდინარე წლის 11-12 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამუშაო შეხვედრები გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში დროებით განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები  თანამემამულეების წარმომადგენლებთან.

 

მსჯელობა არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გაიმართა. კონკრეტული მოსაზრებები გამოითქვა დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების მოსაგვარებლად გადაუდებელი ღონისძიებების შეძლებისდაგვარად ოპერატიულად გასატარებლად; აგრეთვე საუბარი შეეხო სოფლის ხელმძღვანელობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტების რეალიზაციის პერსპექტივებს.

შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულმა სოფელ ფახულანში ჯონი გოგოხიამ, ფახულანის საჯარო სკოლის დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ, სოფლის საკრებულოს წევრმა ზვიად გერგედავამ, სკოლის პედაგოგმა ნარგიზა პოლეტაევამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერას“ დირექტორმა ნინო წულეისკირმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის“ პრეზიდენტმა დალილა ხორავამ, პერიოდული გამოცემა „ეგრისის“  პასუხისმგებელმა მდივანმა მამუკა ხორავამ.

დაიგეგმა რომ მიმდინარე წლის აპრილში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ფახულანში განსახლებული დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მონაწილეობით გაიმართება.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions