აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, - "9 აპრილი საყოველთაო გლოვისა და ეროვნული ზეიმის დღეა. საბჭოთა იმპერიის მიერ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შეედეგად იშვა ერთ მუშტად შეკრული, თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალი საქართველო - ის საქართველო, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა".
იხარონ ზეციურ ნათელში 9 აპრილს დაცემულ გმირთა სულებმა;
დიდება თანამედროვე საქართველოს მთავარი შემოქმედის ზვიად გამსახურდიას სახელს;
"დიდება მის ღირსეულ და ერთგულ თანამებრძოლებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთ, რომელთა შორის არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დღეს მოქმედი წევრები - ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ ლორთქიფანიძე, თეიმურაზ მჟავია და ჯემალ საჯაია" - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.