10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ვიდეოკონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე განზოგადოებული ნაშრომის შექმნის მიმდინარეობას.
პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ნაშრომის შექმნას ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ ზურაბ ხონელიძე, ზურაბ პაპასქირი, ჯაბა სამუშია, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და კახა ყალიჩავა.
იხილეთ ფრაგმენტები ვიდეოკონფერენციიდან: