აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 26 აგვისტოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ამჯერად 21 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის ომის ვეტერანებს, ხანდაზმულებს და სოციალურად დაუცველებს, რომლებიც თბილისში, ყოფილი სასტუმრო „აკადემიური“-ს (ჩხიკვაძის 10ა) კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.
































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions