უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

15 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:

 

1. მოისმინეს დეტალური ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქველმოქმედო ფონდის - „სოციალური სოლიდარობისთვის“ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიში პრეზენტაციის სახით წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა და ზემოთხსენებული ფონდის დირექტორმა ნანა კვარაცხელიამ. ანგარიშის განხილვისა და შეფასების შემდგომ პრეზიდიუმმა გაავრცელა მიმართვა თანამემამულეებისადმი.


2. განიხილეს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის ნაპოლეონ მესხიას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ.

 

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.














Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions