კოვიდმა კიდევ ერთი მეცნიერის სიცოცხლე იმსხვერლა

მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსულმა პანდემიამ კიდევ ერთი ღირსეული ქართველის სიცოცხლე შეიწირა - ქალაქ ტულაში გარდაიცვალა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბაძაღუა.

გურამი დაიბადა და საშუალო განათლება მიიღო დაბა ჩხოროწყუში. სკოლის წარჩინებით დაამთავრების (1962 წ.) შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქვე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ტულის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

 

1986 წლიდან გურამ ბაძაღუა საქართველოშია, მუშაობდა ქ.სოხუმში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მან იძულებით დატოვა სამშობლო და კვლავ ტულაში გააგრძელა მოღვაწეობა. გამოყვექნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

 

ბატონმა გურამმა ღრმა კვალი დატოვა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სახელოვან კოლექტივში როგორც ბრწყინვალე მეცნიერმა, გამორჩეულმა ლექტორმა და შესანიშნავმა ადამიანმა. ფართო განსწავლულობით, თავმდაბლობითა და კეთილშობილებით მოკლე ხანში დაიმსახურა პატივისცემა, მოიპოვა დიდი ავტორიტეტი ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის, თითოეულ მათგანში დატოვა წარუშლელი მოგონებები, სითბო და სიყვარული.

 

გურამ ბაძაღუას მშობლიურ ჩხოროწყუში 2021 წლის 23 თებერვალს დაკრძალავენ. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი წმინდა სული. მსუბუქი იყოს გურამისთვის მშობლიური მიწა

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions