ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლითაც იგი ევროსაბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე


ევროპარლამენტის ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. დოკუმენტი პირდაპირ საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე:

 

ანგარიში აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

 

ევროპარლამენტი ღიად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე სათანადო რეაგირების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსკოვის შემდგომ აგრესიულ სამხედრო და პოლიტიკურ კომპანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროპაში, რამაც ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას;

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკანონო „პასპორტიზაციის“ პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (ისევე, როგორც დონბასსა და ყირიმში) იყენებს მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის კიდევ უფრო გასამყარებლად;

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა გადიოდეს ევროკავშირისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე;

 

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელმა უშუალოდ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე უნდა მოითხოვოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაბამისი სუვერენული სახელმწიფოებისათვის მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღნიშნული ქვეყნების ევროპული, ევროატლანტიკური და დემოკრატიული განვითარების არჩევანის პატივისცემის საფუძველზე;

 

ანგარიშში აღნიშნულიa, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

 

ამავდროულად, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციას აძლევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შესთავაზონ ამბიციური ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა.

 

ევროპარლამენტის ანგარიშში

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions