აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით გვაძაბიას ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივმიგების შემდეგ, დეპუტატებმა კორონა-ვირუსით დაღუპული კოლეგისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

 

სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, იმსჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. უმაღლესი საბჭოს  ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი წარმოადგინა.

პლენარულმა სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება და კენჭი უყარა კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებასა და მისი საერთო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნას. კომისიის ხელმძღვანელად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ხოლო კომისიის წევრებად - ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია, რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ზურაბ მებონია, გიორგი გვასალია და თამაზ სანიკიძე დაამტკიცეს.










































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions