დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 17 სექტემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 140 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ჯვარში და წალენჯიხაში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული (სულ 6 კომპაქტური ჩასახლება).
სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა უბილავა და ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე დათა კუკავა.
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.