წიგნის ავტორმა დამსწრეთ გააცნო წიგნის დაწერის იდეისა და მისი შონაარსის შესახებ. თუ რა ტკივილმა და განცდებმა გადააწყვეტინა ავტორს მშობლიური სოფლის ცნობილი, სახელგანთქმული ადამიანების ცხოვრების შესახებ მოკლე ისტორიები "გზამკვლევად" დაეტოვებინა მომავალი თაობებსათვის.
დამსწრეთ სიტყვით მიმართეს წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა მესხიამ, პოეტმა და მწერალმა ერეკლე საღლიანმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვ. ყოლბაიამ, თ. ხუბუამ, ექიმებმა კ. გოგოხიამ, ლ. სილოგავამ, პედაგოგმა ი. ჯოლოგუამ, ეკონომისტმა ჯ. გოგუამ, მხატვარმა დ. ბაძაღუამ, ქ. ქობალიამ, ზ. ქაფიანიძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გინესის რეკორდის საერთაშიროსო ორგანიზაციის საქართველოში წარმომადგენელი გ. მანია, სოფელ ბარღების წარმომადგენლები, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები თ. ხუბუა, რ. შამუგია, რომელსაც მიჰყვავდა საღამო.