ილია ვეკუას სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოხსენებით გამოვიდა პროფესორი გ. ჯაიანი, აფხაზეთში სამეცნიერო პოტენციალისა და ზოგადად აფხაზეთის მეცნიერების მიღწევებზე ისაუბრა პროფესორმა თ. ჩილაჩავამ, აფხაზეთის მეცნიერების ისტოროული მიმოხილვა დამსწრე საზოგადეობას მოახსენა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა პროფესორმა ო. ჟორდანიამ. სიტყვით და მოგონებებით გამოვიდნენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილი რექტორი პროფესორი ნ. ებანოიძე, პროფესორი ჰ. მელაძე, უნივერსიტეტის დეკანი ნ. კირთაძე, კუნძულ კრეტაზე ფესკო დისკოს გამშიფრავი, მეცნიერი და მკვლევარი გ. კვაშილავა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზ. ლომთათიძე.
ილია ვეკუას სახელობის მუზეუმის გახსნის ისტორიაზე, ილია ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავის აღნიშვნის მოგონებაზე ისაუბრა გალის რაიონის იმ დროის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვ. ყოლბაიამ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდნენ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აფხაზეთის მეცნირებათა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნირებათა აკადემიების წევრები, მეცნიერები, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომაგენლები, მოწვეული სტუმრები.