ლორიკ მარშანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიამრთა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი პოლიტიკოსის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ ბესარიონის ძე მარშანიას ხსოვნის საღამო. ლორიკ მარშანიას 90 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა 2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა.

 

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. ის მოურიდებლად ამხელდა აფხაზეთში სეპარატიზმის წამქეზებელ რუსეთს ქართველების და აფხაზების გენოციდში, აფხაზეთის ანექსიაში და აფხაზთა რუსიფიკაციაში. რუსეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტის მოგვარების ერთდერთ გზად მას ცივილიზებული, მშვიდობიანი, ასევე სახალხო დიპლომატიის მეთოდები მიაჩნდა. აფხაზთა მომავალს ლორიკ მარშანია მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა - „მე ვარ აფხაზი და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“. ბატონი ლორიკი დიდი პატივისცემით და სიყვარულით გაიხსენეს კოლეგებმა და მეგობრებმა.

საღამოს გაუძღვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი თამაზ ხუბუა, რომელმაც ისაუბრა ბატონი ლორიკის განუზომელ ღვაწლზე აფხაზურ და ქართულ ურთიერთობებში. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ თავის სიტყვაში გაიხსენა პირადი მოგონებები ბატონ ლორიკთან მიმართებით და არაერთხელ გაუსვა ხაზი მისი პიროვნების მნიშვნელობას საქართველოს ისტორიისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ბატონი ლორიკის მეგობრები და სხვა საპატიო სტუმრები.

საღამოს დასასრულს ქალბატონმა ადა მარშანიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და უღრმესი მადლობა გადაუხადა ყველას ბატონი ლორიკის კეთილად გახსენებისთვის.




















































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions