ჯემალ გამახარია განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ქალბატონებს, მიულოცა მათ ქალთა დღე, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.
ჯემალ გამახარია მიესალმა და საპატიო სიგელი გადასცა მოწვეულ სტუმარს, აფხაზეთის მკვიდრს, სოხუმელ ლავრენტი ბიბლაიას, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობაში ინოვაციური მიდგომებით გამორჩეულ ადამიანს და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამბროსი ხელაიას ბიოგრაფიის კვლევაში შეტანილი წვლილისათვის.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
რიტა ცინდელიანი - უმაღლესი საბჭოს აპარატის ბიბლიოთეკის მოწვეული სპეციალისტი
ლალი გულორდავა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის მდივან-რეფერენტი
ნინო მიქაძე - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე
ელისო პაჭკორია - ადამიანის უფლაბათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი