უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

23 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

 

კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024-2027 წწ. პრიორიტეტების  დოკუმენტის შესახებ“ თაობაზე“.

მსჯელობებისა და განხილვების შემდეგ ბატონმა რუდიკ ცატავამ სხდომის მონაწილე დეპუტატების წინაშე კენჭისყრაზე დააყენა აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024–2027 წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ’’. სხდომაზე გამოთქმული წინადადებების შესაძლო გათვალისწინებით დეპუტატებმა ღია კენჭისყრით არც ერთის წინააღმდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024–2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება:

1. მოწონებულ იქნას წარმოდგენილი რედაქციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2024–2027წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე;

2. კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატები ეთერ ასტემიროვა, თეიმურაზ მჟავია და ელგუჯა გვაზავა.






















































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions