ჯემალ გამახარია ღმრთისმშობლის მიძინების საუფლო დღესასწაულს გილოცავთ

 

ღმრთისმშობლის მიძინება, რომელიც 28 (15) აგვისტოს აღინიშნება, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, პირველ საუკუნეში მისი მოქცევის ისტორიასთან. საქართველო,  აფხაზეთის ჩათვლით, მოფენილი იყო და არის ღმრთისმშობლის სახელზე აგებული ტაძრებით. დაზუსტებული მონაცემებით, მხოლოდ აფხაზეთში გასაბჭოებამდე 21 ასეთი ტაძარი ფუნქციონირებდა, მათ შორის ღმრთისმშობლის მიძინების სახელს ატარებდნენ ტაძრები ბედიაში, ბიჭვინთაში, გალში, დრანდაში, პირველ თაგილონში, ლიხნში, მოქვში, პოლტავსკოესა (ბაღმარანის თემი) და წარჩეში. ამ ტაძრებში, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ლოცულობდნენ, არც თუ ისე შორეულ წარსულში ღმრთისმსახურება ქართულად აღესრულებოდა...

 

სრულიად საქართველოს, აფხაზეთიდან დევნილებს, ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ვულოცავ ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის უდიდეს დღესასწაულს - ღმრთისმშობლის მიძინების დღეს. დედა ღმრთისმშობელი, როგორც საქართველოს მფარველი, არ დაუშვებს თავისი წილხვედრი ქვეყნის დანაწევრებას უღმერთო დამპყრობთა სურვილისამებრ; საქართველოს გაერთიანება გარდუვალია. ამინ!

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions