6 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა.
პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - „საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაღუპვის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ“.
კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და „ჟიული შარტავას საზოგადოების“ საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ჟიული შარტავას მოღვაწეობა, ისაუბრა მისი სახელის უკვდავსაყოფად განხორციელებული პროექტების შესახებ. ამასთან, წარმოადგინა ინფორმაცია ჟიული შარტავას დაღუპვიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.