მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოეს

31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოეს აფხაზეთის საუკეთესო მასწავლებლები.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თბილად მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მიულოცა მათ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც რამდენიმე დღის წინ 27 ოქტომბერს აღინიშნა და მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისათვის და შრომისათვის,  რითაც ისინი თავიანთ ქვეყანას უდიდეს სამასახურს უწევენ.

ჯემალ გამახარიასთან ერთად მასწავლებელთა დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:


1. ინგა ხარჩილავა
2. ლია გიორგობიანი
3. ელმირა მირცხულავა
4. ნანი კაჭარავა
5. ავთანდილ ხარიაშვილი
6. ნარგიზა ბარბაქაძე
7. მზია ფაცაცია
8. ირინე ჯოლოგუა
9. ლელა ყოლბაია
10. ლია გოგოხია
11. გელა ჭანტურია
12. ნონა შონია
13. მარინა ჭანტურია
14. გალინა ჯახაია



































































































































































































































































































































































































































































































































 




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions