აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს

4 იანვარი სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადების დღეა. ყველა ქართველისთვის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის ამ ძვირფას დღეს ეხმაურება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ჯემალ გამახარია.

„თქვენო უწმინდესობავ, უფლისმიერი სიყვარულით  გილოცავთ დაბადების დღეს!

ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე.  დიდი ბედნიერება იყო და არის სრულიად საქართველოსთვის, რომ თავისი ისტორიის  გარდამტეხ და ამასთანავე უაღრესად რთულ ისტორიულ ეტაპზე თქვენი სახით უფალმა მას მოუვლინა   ჭეშმარიტი მწყემსმთავარი, ბრძენი სულიერი მამა, რომელიც ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. მადლობა უფალს ამ წყალობისთვის.

თქვენი ლოცვა-კურთხევით საქართველომ - ღმრთისმშობლის წილხდომილმა,  დიდი ისტორიის მქონე ამ შედარებით პატარა ქვეყანამ, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მრავალი განსაცდელი გამოიარა, მრავალი დაბრკოლება უკვე გადალახა და დღეს თავის კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს ცივილიზიბულ ერთა შორის. მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესების დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ შორს არ უნდა იყოს ის დრო, როდესაც ისევ და ისევ თქვენი ლოცვა-კურთხევით საქართველო გამთლიანდება; როდესაც ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია კვლავ დედა ეკლესიის წიაღს დაუბრუნდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოხლეს თქვენი საწყმსოს  სადიდებლად და საკეთილდღეოდ“!

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions