ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო

6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე. მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა. ევროპული მოდელის მისაღწევად მნიშვნელოვანია ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის აარსებს საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს.


ამასთან, სალომე ზურაბიშილმა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მიმართა და ქვეყნის მომავლის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. „ევროპულ და დემოკრატიულ სახელწმიფოს გარდაქმნით არის შესაძლებელი ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერება და დიასპორის დაბრუნება" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლა, სამწუხაროდ, შეიცავდა ბევრ უსაფუძვლო კრიტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ.

პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიების პირველი პირები, საქართველოს საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





















































































 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions