იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

14 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარულს სხდომაზე განხილვის შესახებ და “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებსა და კომიტეტის სხდომებზე დასწრების ინფორმაციის შესახებ“.

ვახტანგ ყოლბაიამ დეტალურად ისაუბრა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ, მურმან კვარაცხელიამ. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა დეპუტატმა ბორის კაკუბავამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი დღის წესრიგით წარმოადგენილი საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომას ესწრებოდნენ ვახტანგ ყოლბაია, ანზორ წოწონავა, მურმან კვარაცხელია, ბორის კაკუბავა (დისტანციურად), რაისა ქარაია (დისტანციურად), ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად).

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.


















































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions