უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

14 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ“; “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“; “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“ და “ჟიული შარტავას საზოგადოება - ეროვნული ერთიანობის ცენტრის“ მომართვის შესახებ“.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა, რომ მოახლოებულია უმაღლესი საბჭოს შიდა არჩევნები, რომელთა დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაშიც, თუმცა საკითხი არ იყო ბოლომდე შესაბამისობაში მოყვანილი. „იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა ინიციატივა უფლებამოსილებათა ვადების დაზუსტების შესახებ. ჩატარდა ყველა საჭირო პროცედურა და საკითხი განსახილველად მზად არის“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვადებისა და პროცედურის დამტკიცებას.

პრეზიდიუმის წინაშე “მინისტრის საათის“ ჩატარების განრიგის შესახებ ინფორმაციით თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან გააცნო კოლეგებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, რეგლამენტის 115-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე 2024 წლის საშემოდგომო სასესიო პერიოდში “მინისტრის საათის“ ფორმატით გათვალისწინებული მოსმენების ჩატარების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამოქმედო პროგრამის რეალიზაციაში სამინისტროების ჩართულობის თაობაზე. ისაუბრა “მინისტრის საათის“ ჩატარების წარმოდგენილი გრაფიკი შესახებ, რომლის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს (ა. მარშანია, ნ. მგალობლიშვილი, მ. კვარაცხელია, რ. ცატავა, ვ. ყოლბაია) დაევალათ უზრუნველყონ “მინისტრის საათის“ ჩატარებაში კომიტეტების წევრი დეპუტატების მაქსიმალური და აქტიური ჩართულობა. თამაზ ხუბუას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს აპარატმა (ზ. მებონია) აფხაზეთის მთავრობის აპარატთან კოორდინაციაში, უნდა უზრუნველყოს “მინისტრის საათით“ გათვალისწინებული მოსმენების უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით ჩატარება. მისივე განცხადებით, სამინისტროებთან ჩატარდა შესაბამისი კონსულტაციები და მიღებულია წერილობით დასტური შეთავაზებულ თარიღთან დაკავშირებით.

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი პროექტი ერთხმად იქნა დამტკიცებული.

სხდომის მიწურულს დეპუტატებმა განიხილეს “ჟიული შარტავას საზოგადოება - ეროვნული ერთიანობის ცენტრის“ მომართვის შესახებ საკითხი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარემ და “ჟიული შარტავას საზოგადოების“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, მიმდინარე წლის 7 მარტს ჟიული შარტავას დაბადებიდან მე-80 წლისთავი აღინიშნება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ქ. ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნა. ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობასთან ჩატარდა წინასწარი მოლაპარაკებები, როგორც დაფინანსების, ისე სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია და ელგუჯა გვაზავა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.

დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ზემოაღნიშნული საკითხის აფხაზეთის მთავრობაში წარდგენას.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


















































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions