უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი გულიას 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა

 

2024 წლის 21 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი აფხაზი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.


კონფერენციაზე ძირითადი მოხსენებებით წარსდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები თეიმურაზ გვანცელაძე და სოფო ჭაავა, რომლებმაც საინტერესო მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციები მიაწოდეს აუდიტორიას  დიმიტრი გულიას ხანგრძლივი შემოქმედებითი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. მოხსენებების გარშემო გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, მურმან კვარაცხელიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადა მარშანიამ, პროფესორებმა ნანა მაჭავარიანმა, დავით ჯალაღონიამ. მომხსენებლებმა კომპეტენტური პასუხები გასცეს კონფერენციის მონაწილეთა არაერთ შეკითხვას.


პრაქტიკული კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ჯემალ გამახარიამ. მან არაერთი ისტორიული ფაქტი მოიყვანა დიმიტრი გულიას მრავალმხრივი და მიზანმიმართული მოღვაწეობის სფეროდან, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის არ იყო ცნობილი და შემდგომში აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს სიღრმისეულ მეცნიერულ კვლევებს აფხაზი ერის უდიდესი წარმომადგენლის დიმიტრი გულიას უფრო სრულყოფილი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისათვის უდაოდ  აუცილებელი პორტრეტის შექმნის უზრუნველსაყოფად.  ბატონმა ჯემალ გამახარიამ წარადგინა ინიციატივა, რომ ქ.გორში მდებარე იმ შენობის ფასადზე, სადაც თავის დროზე განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამასწავლებლო სკოლა და რომელშიც სწავლობდა დიმიტრი გულია გაკეთდეს ფაქტის აღმნიშვნელი მემორიალური დაფა.


უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დმიტრი გულიას 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა
https://youtu.be/7FnjQZMS1xo

 

აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის რეპორტაჟი უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი გულიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ - 22.02.2024
https://youtu.be/-g0GlKDfIs8

საზოგადოებრივი მაუწყებელი უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დიმიტრი გულიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ - 22.02.2024
https://youtu.be/Yoz_3C51X2E

“რუსთავი 2” უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დიმიტრი გულიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ - 22.02.2024
https://youtu.be/JvHY9LP6wR4

ტვ “იმედი” უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დიმიტრი გულიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ - 22.02.2024
https://youtu.be/72RrfkwARG0

“პოსტ ტვ” უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დიმიტრი გულიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენციის შესახებ - 22.02.2024
https://youtu.be/9XTB6MLiWdw





























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions