ჯემალ გამახარია შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას დაესწრო

22 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშთან ერთად შეაჯამა ამ მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით განვითარებული პროცესები, რომლებიც პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშნელოვანი გამოწვევისთვის თავის გართმევა მოუხდა, მათ შორისაა: პანდემია, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიით გამოწვეული საფრთხეები და ოპოზიციის რადიკალიზაცია.

შალვა პაპუაშვილმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საზოგადოებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო.  მისი განცხადებით, ბოლო წლებში, რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშნელოვანესი ფუნქცია - საზედამხედველო საქმიანობა. შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა.

შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის  უფროსი, სახალხო დამცველი, საქართველოს საპატრიარქოსა და დილომატიური კორპუსის წარმოამდგენლები.















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions