იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.

ვახტანგ ყოლბაიამ დეტალურად ისაუბრა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულა ცნობის საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.










































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions