დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში


12 მარტს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომაზე ღვაწლმოსილი ადამიანების უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


უმაღლესი საბჭოს მედალი  დაჯილდოებულებს გადასცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და თითოეული დაჯილდოებულის ღვაწლზე და დამსახურებაზე ისაუბრა,  ქართულ კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდნენ:

ვაჟა ჩუბინიძე - აფხაზეთის სახალხო არტისტი.

გიორგი რატიანი - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი.

დაჯილდოებულებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ  აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები.
















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions