შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელების ინიციატივით განხილულ იქნა საკითხები ახალგაზრდა სპორტსმენთა სოციალური დაცვის სრულყოფის, მათი პერიოდული მატერიალური წახალისების ფორმების შემუშავება-სრულყოფის ღონისძიებებში ჩართულობის აუცილებლობაზე.
თათბირზე მიღებულ იქნა ერთობლივი რეკომენდაციები მითითებულ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გავლის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.
თათბირს უძღვებოდა ბატონი თამაზ ხუბუა მასში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა, ბატონმა მურმან ფარფალიამ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა, ბატონმა თენგიზ გასვიანმა; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, ქალბატონმა მაია ჯახაია.
თათბირის მონაწილეების მიერ მიღებულ იქნა შეთანხმება აქტუალიზებულ თემასთან დაკავშირებით იგივე ფორმატით მორიგი შეხვედრის მ/წ მაისის მე-2 დეკადაში ჩატარების თაობაზე.