საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

17 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის მურმან კვარაცხელიას განცხადების შესახებ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეკომენდაციის შესახებ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის ეთერ ასტემიროვას განცხადების შესახებ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ რეკომენდაციის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის შესახებ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2024 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის სამოქმედო გეგმის - პროექტის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცედურის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი სხდომა რეორგანიზაციის შემდეგ და მიესალმა კომიტეტის ახალ წევრებს ეთერ ასტემიროვას, თეიმურაზ კალანდიას და რაისა უბილავას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ცნობად მიიღო კომიტეტის ყოფილი წევრის მურმან კვარაცხელიას განცხადება კომიტეტიდან გასვლის შესახებ. კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეკომენდაციით თეიმურაზ კალანდიას გაწევრიანებას, დამოუკიდებელი დეპუტატის ეთერი ასტემიროვას მისი განცხადების თანახმად და „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ რეკომენდაციით კომიტეტში რაისა უბილავას გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის წარმოდგენილი გრაფიკი.

სხდომის დასასრულს ბატონმა თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ კომიტეტის თითოეულ წევრს დაურიგდებოდა კომიტეტის აპარატთან ერთად მომზადებული პროექტი კომიტეტის მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელზეც დეპუტატებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააკეთონ შენიშვნები და რეკომენდაციები.
































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions