უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

30 აპრილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, იურიდიულ და საპროცედურო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამინის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

 

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონშის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიში შეასხებ“.

მოხსენებით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია წარსდგა, რომელმაც ასევე უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.

სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, რომლის ირგვლივ მოკლე ინფორმაციით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა. შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, კომიტეტების თავმჯდომარეებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა და ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.

აღინიშნა, რომ 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების აუცილებელი და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტასა და მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესაბამისად დასახული ამოცანებისა და განსახორციელებელი პროგრამების შესრულების მიზნებისათვის. ასევე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო ჯამური მაჩვენებელი არ იცვლება და განსაზღვრულია 30691500 ლარის ოდენობით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადია - 14 000 000 ლარი, გრანტები - 16 000 000 ლარი, სხვა შემოსავლები - 691 500 ლარი.

საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.





























































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions