უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა

10 ივნისს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში, ოქუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელის შთამომავლები. კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო ჭუმბურიძე, რომელიც გახლავთ ავტორი აკაკი ჩხენკელისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული ნაშრომის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია. მათ ისაუბრეს გამოჩენილი პიროვნების აკაკი ჩხენკელის ბიოგრაფიაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ღვაწლზე სამშობლოს წინაშე და ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ადამიანების ღვაწლისა და დამსახურების ცოდნას მომავალი თაობებისთვის. აუდიტორიამ მოისმინა ბევრი მანამდე უცნობი, მეცნიერულად დასაბუთებული სიახლეები მის შესახებ. წარმოდგენილ იქნა აკაკი ჩხენკელის აფხაზეთთან დაკავშირებული მოღვაწეობის პირველი ნაბიჯების ამსახველი არქივებიდან მოპოვებული ისტორიულ დოკუმენტები, ასევე  მისი ოჯახის წევრებისა და შთამომავლობის შესახებ ცნობები, ემიგრაციაში მყოფი შთამომავლების ფოტომასალა.

მოხსენებების გარშემო გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ელგუჯა გვაზავამ, პროფესორებმა ვაჟა კიკნაძემ, კახა კვაშილავამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის ბიბლიოთეკის მოწვეულმა სპეციალისტმა რიტა ცინდელიანმა.

პრაქტიკული კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მთავარ მომხსენებელს დოდო ჭუმბურიძეს საინტერესო მოხსენებისათვის და ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ აფხაზეთის თემასთან დაკავშირებულ კონფერენციებზე. „ჩვენ არა ვართ სამეცნიერო დაწესებულება ჩვენ პოლიტიკური ორგანო ვართ, საკანონმდებლო ორგანო ვართ, მაგრამ დღეს ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ეს ხომ დიდი პოლიტიკაა, ეს ხომ აფხაზეთს უკავშირდება. ამის ცოდნის გარეშე შენ ვერ გაიგებ კარგად იქ რა ხდება და რატომ ხდება და რა შეიძლება იქ ხვალ და ზეგ მოხდეს“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.































































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions