უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ შეხვედრა გამართა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ დავით ჯალაღონიასთან და ეკონომისტ-ფინანსისტ კუკური ქვაცაბაიასთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას მოხდა კონკრეტულ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური მდგომარეობის სისტემატური შესწავლა-გაანალიზების, ამ მიმართულებით რეალური შემადგენლების მატარებელი დოკუმენტის შექმნისა და მისი მახასიათებლების პარალელების დაფიქსირების აუცილებლობაზე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ფისკალური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი პარამეტრების ანალიზთან. გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული სისტემური ანალიზის დოკუმენტში გასათვალისწინებელი ანალიტიკური მონაცემების შერჩევა-გამოყენების მიზნობრიობაზე. გამოითქვა მხარეების მუდმივი მზადყოფნა განსახილველ თემებთან დაკავშირებით საქმიან თანამშრომლობაზე. დაიგეგმა მომავალი შეხვედრის ფორმატი და თარიღი.

შეხვედრაში მონაწილებდნენ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი.



















































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions