აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია გურჯაანსა და ლაგოდეხში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 17 ივლისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 70 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც გურჯაანსა და ლაგოდეხში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მჟავიამ, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ, აპარატის თანამშრომლებმა ზურაბ კობახიძემ და გიგა შელიამ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო და მადლობის სიგელები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გადაეცათ.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დემურ კეკელია.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

გიორგი მაჭავარიანი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი;

ლერი გელენავა - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

გიორგი ბერიძიშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი;

ვანო ბერიძიშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

რამაზ ქიტიაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

სოფიო ქუმსიაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი;

ჯონდო მდივნიშვილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი;

კარლო ჯამბურია - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ზაზა ცერცვაძე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ირმა მიქავა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქ. N28, ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობაში დენვილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე;

ნანა გამისონია - გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში არსებული ყოფილი ტექ.სასწავლებელის შენობაში დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე;

ჯონდო გოგლიძ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

























































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions