“აიცინხარა” საქართველოს პარლამენტს მიმართავს


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, დეპუტატთა კორპუსი.

1864 წლის 21 მაისს დასრულდა რუსეთის ომი კავკასიაში, რის შემდეგაც რუსეთის იმპერიულმა რეჟიმმა დაიწყო ადგილობრივ მკვიდრთა-კავკასიელთა, მათ შორის აფხაზთა, გასახლება მშობლიური მიწა-წყლიდან(მუჰაჯირობა). “იმდროიდან დაწყებული კავკასიელთა ეთნოწმენდა და გენოციდი დღემდე გრძელდება” - განაცხადა კონფერენციაზე მოხსენებით გამოსულმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ. 

უმაღლესი საბჭოს ექს-სპიკერის თემურ მჟავიას განცხადებით, კავკასიელმა ხალხმა უნდა შეძლოს გაერთიანება, რათა გახდეს ავთვისებიანი სიმსივნე რუსეთის სხეულზე, რომელიც ბოლოს მოუღებს და დაამარცხებს კრემლის იმპერიულ ამბიციებს.

“აიცინხარას” წარმომადგენლებმა, აფხაზმა ქალბატონებმა თამარ მუკბამ და თეა კოტუამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მესვეურთ მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისათვის და კონფერენციის მუშაობაში მონაწილე საზოგადოებას მიმართვის პროექტი გააცნეს, რომელშიც საქართველოს პარლამენტს თხოვენ 21 მაისი კავკასიელ ხალხთა ერთიანობისა და სოლიდარობის დღედ გამოაცხადოს.



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება






Печать
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions