უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

29 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს წევრები ზურაბ ჯგუბურია,  თეიმურაზ მჟავია, თემურ კალანდია.

 

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, ინფორმაცია შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტების და პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების 2022 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

 

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი განსახილველად გადაეცეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions