დადგენილება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის

გაგრძელების შესახებ


1996 წლის 23 ნოემბერს ჩატარებულმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ და ლტოლვილ ამომრჩეველთა პლებიცისტმა ცალსახად და ერთხმად დაგმო აფხაზეთის სეპარატისტული დაჯგუფების მიერ აღნიშნულ დღეს ორგანიზებული ე.წ. არჩევნები, ხოლო საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმათა საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა უკანონოდ და ბათილად ცნო მისი შედეგები.

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და შეუძლებელია იქ თავისუფალი არჩევნების ჩატარება, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე.  




საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარე
ზურაბ ჟვანია.  

1996 წლის 25 დეკემბერი.  


Print
Biography
Calendar
«« October 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
Photo Gallery
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions