დადგენილება აფხაზეთის უმაღლესი ორგანოს შესახებ

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ

 

1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო. აღნიშნული ნულოვანი ვარიანტი ქმნიდა იმის პირობებსაც, რომ აფხაზეთში ეთნოწმენდის შედეგად გამოძევებული ასიათასობით დევნილის დაბრუნების შემდეგ განისაზღვრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, მსოფლიოს მიერ ცნობილი, გაეროს რეზოლუციებით არაერთხელ დადასტურებული ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და მომზადდებოდა საფუძველი აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

მიუხედავად ამისა, ყოველგვარ ლეგიტიმუორობას მოკლებულმა, ეროვნული უპირატესობის ნიშნით, წინასწარი საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიით, მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეულმა გუდაუთის სეპარატისტულმა დაჯგუფებამ კვლავ უკანონოდ გააგრძელა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სახელით მოქმედება, უფრო მეტიც, მიიღო ე.წ. კონსტიტუცია, აირჩია პრეზიდენტი, გამოაცხადა აფხაზეთის რეგიონი დამოუეიდებელ რესპუბლიკად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად. აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს, ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე შეაჩერეს საქმიანობა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფების ანტიკონსტიტუციური საქმიანობისადმი პროტესტის ნიშნად.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ 1995 წლის იანვარში განაახლეს მუშაობა და სთხოვეს საქართველოს პარლპმენტს კომპეტენციის დადასტურება. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ აფხაზეთში არსებული ხელისუფლების ვაკუუმი სეპარატისტთა დაჯგუფებას საშუალებას აძლევს გაიხანგრძლივოს დანაშაულებრივი უზურპატორული საქმიანობა, არ დაუშვას დევნილთა დაბრუნება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს იურისდიქცის ფაქიობრივი აღდგენა აფხაზეთის რეგიონში.

"სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აზაცის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ - უმაღლეს საბჭოდ - ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ თავისი საქმიანობა წარმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის და იმ საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას; შექმნას აუცილებელი სამართლებრივი ბაზა, რაც უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სათანადო ნორმატიული ბაზის შექმნას.

3. აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშმრებულ ყველა მოლაპარაკებაში. აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული დელეგაციის თანხმობის გარეშე ბათილად ჩაითვალოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება, შეთანხმება და განცხადება.

4. გაეროს წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვოთ თავი შეიკავონ ყოველგვარ ურთიერთობისაგან ეთნიკურ წმენდაში-გენოციდში დამნაშავე აგრესიულ- სეპარატისტულ რეჟიმთან (გუდაუთის დაჯგუფებასთან),გარდა სამშვიდობო პროცესის მონაწილე ოფიციალური პირებისა, შუამავლებისა და დამკვირებლებისა, რომელთაც ყველა პირობა უნდა შეექმნათ სამშვიდობო მოღვაწეობისათვის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

საქართველოს პარლამენტის სპიკერი

ვახტანგ გოგუაძე

1995 წლის 24 თებერვალი  


Print
Biography
Calendar
«« November 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
Photo Gallery
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions