დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უფლისმიერი სიყვარულით ულოცავს დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ მოძღვარს, უწმიდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ღრმად სწამს რომ, როგორც სრულიად საქართველოს და კერძოდ, აფხაზეთის მღვდელმთავარი, ილია II, უფლის შეწევნით,  შეძლებს  მამულიშვილური წვლილი შეიტანოს აფხაზთა და ქართველთა შორის შერიგების, ურთიერთნდობის, ტრადიციული სიყვარულის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების უმნიშვნელოვანეს პროცესში.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions