აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

16 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაიას მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია, სსიპ - პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი ვასილ ბაბუნაშვილი და სხვა.

შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, მურმან კვარაცხელიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, ადა მარშანიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, რაისა ქარაიამ.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.





















































































 

 

















































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions