თ. ხუბუა: რუსეთის ”ჩაურევლობა” აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბლეფია

 


აფხაზეთში გამართულ .. საპრეზიდენტო არჩევენების შედეგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა ეხმაურება. მისი განცხადებით მიუხედავად არალეგიტიმურობისა და როგორც პოლიტიკური აქტის საერთაშორისო არაღიარებისა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში .ანქვაბის გამარჯვებას, საინტერესო მახასიათებლები ახლავს თან.

 

 

ჯერ ერთი ბლეფია, რომ რუსეთი თითქოს არ ჩარეულა არჩევნებში და მისთვის სულერთი იყო ვის აირჩევდნენ. მისი ფავორიტი ცალსახად იყო შამბა, უკიდურეს შემთხვევაში ხაჯინბა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ანქვაბი. ეს უკანასკნელი თავის შემდგომ საპრეზიდენტო საქმიანობაში რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტისაგან სრულიად დამოუკიდებელი ვეღარ იქნება, თუმცა იგი მის ორივე კონკურენტზე გაცილებით მეტად არაორდინალური, პრინციპული, ინტელექტუალურად და ქარიზმატულად გამორჩეული პიროვნებაა. მეორეც, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა ამომრჩეველთა გადაწყვეტილება (წინასაარჩევნო სამზადისის პერიოდში ძალიან კარგად იყო ცნობილი რუსეთის ნება აფხაზეთში არჩევნების შედეგებთან მიმართებაში და მისი გაწბილების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური თუ ყოფითიუხერხულობისშესახებ) მიუხედავად ათასგვარი ზეწოლისა მხარი დაეჭირათ მათთვის სასურველი კანდიდატისთვის”.

 

იგი დასძენს, რომ აღნიშნული გარემოებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან ადექვატურ და პოლიტიკურად კარგად გათვლილ ქმედებებს საჭიროებენ.

 

არ მინდათავქუდმოგლეჯილიოპტიმისტი ვიყო, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში არსებული არცთუ უმნიშვნელო მორალურ-ფსიქოლოგიური და ადამიანური ნებელობითი მუხტის არდანახვაც შეუძლებელია, რამაც, უკეთეს შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას, ნდობის ფაქტორის ჩასახვა- განმტკიცებას” - აცხადებს . ხუბუა

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions