შეთანხმებული ტექსტი საბოლოოდ უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, სანამ ფორმალური დამტკიცების პროცედურას გაივლიან.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემაზე, რასაც რუსეთი იყენებს. ასევე რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ ცალმხრივად აღიარების თაობაზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.
ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ამ რეგიონებში გაცემული დოკუმენტები, ბევრ წევრ ქვეყანაში არ არის აღიარებული, დანარჩენი ევროპული ქვეყნები კი ასეთი არაღიარების მიღების პროცესში არიან.