აფხაზეთიდან მხატვართა და მოქანდაკეთა გამოფენა მოეწყო

30 ნოემბერს საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში მოეწყო აფხაზეთიდან მხატვართა და მოქანდაკეთა გამოფენა.

 

გამოფენა გახსნა მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მხატვრები ჯემალ ბასარია, ავთო თოფურია და სხვა.

გამოფენამ, რომელიც დაეთმო აფხაზეთიდან მხატვრების დ. ბაძაღუას, ჯ. ბასარიას, ზ. ფიფიას, ზ. ხუბუას, ხ. კვარაცხელიას, ზ. ყიფიანი, რ. ფუტკარაია, მ. შურღაია, რ. აფაქიძე, ვ. ჩარგაზია, ზ. ჭედია, ნ. ჭედია, ე. ქარჩავა, მოქანდაკე ნ. ბაწაშისა და სხვათა ნამუშევრებს, მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს მხატვართა კავშირმა მხატვართა დიდ ჯგუფს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.

გამოფენას ასევე დაესწრნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმოამადგენლები და აფხაზეთიდან ჩამოსული სტუმრები.











































































 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions