შეხვედრის მსვლელობის დროს აღინიშნა, რომ დღევანდელი საქმიანი შეხვედრა-თათბირის აუცილებლობა განაპირობა უმაღლეს საბჭოს თანამდებობრივ სტატუსში ამასწინათ განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებამ, რომელიც შეეხო საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამომავლო ფუნქციონირების თავისებურებებს და რამაც აფხაზეთის აღმასრულებელ სტრუქტურებთან, განსაკუთრებით კი ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსთან, აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვის სფეროში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ერთობლივ, კოორდინირებულ მუშაობაში ინოვაციური მიდგომების პერსპექტივები წარმოაჩინა. გამოითქვა კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვის გასაკონტროლებლად მუშაობაში ახლებური ფორმებისა და მეთოდების გაერთიანებული ძალისხმევით შემუშავება-რეალიზაციის უზრუნველსაყოფად.
საქმიანი თათბირის მონაწილეებმა გამოთქვეს მუდმივი მზადყოფნა მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარებისთვის უმაღლეს საბჭოსა და სამინისტროში.
შეხვედრას უძღვებოდა ბატონი თ. ხუბუა. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ და კონკრეტული მოსაზრებები დააფიქსირეს ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ლევან თევზაიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა რაულ წულაიამ, მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ელისო გვასალიამ, მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ბატონმა ზურაბ მებონიამ, უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა, ბატონმა მურმან ფარფალიამ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა, ბატონმა თენგიზ გასვიანმა; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ, ქალბატონმა მაია ჯახაიამ.