„არჩევნები“ აფხაზი ხალხის დამარცხებით დასრულდა

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას შეფასებით, „არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის დროებითი გამარჯვებითა და იმავე ოკუპანტის მეცადინეობით ილუზიების ტყვეობაში მყოფი აფხაზი ხალხის დამარცხებით დასრულდა. აფხაზთა დამარცხება, არსებითად ქართველთა დამარცხებასაც ნიშნავს. ვუცხადებთ რა სოლიდარობას აფხაზ ხალხს, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ  შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ჩვენს შორის გათიშულობის დაძლევაში, შერიგებასა და კვლავ გაერთიანებაშია. საერთო გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!


აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, არ აღიარებს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდის, გენოციდის პირობებში ჩატარებულ ცრუ არჩევნებს და მის შედეგებს ბათილად აცხადებს. ამასთან გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ვითარების შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობა მის შედეგებზე  ოკუპანტ ქვეყანას და ადგილობრივ საოკუპაციო რეჟიმს დაეკისრება“, -  ნათქვამია ჯემალ გამახარიას განცხადებაში.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions